saqarTvelos myinvarebi - yviTlodis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°07`36` ჩ. გ. 42°44`22` ა. გ. |
სიგრძე | 6.8 კმ |
ფართობი | 11.5 კმ² |
სინონიმი: კითლოდი.
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 6.8 კმ, ფართობი 11.5 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მ. საზრდოობს მწვერვალების ტიხტენგენის, სემისა და ყვითლოდის უღელტეხილების კალთებიდან ჩამანადენი მყინვარების ნაკადებით. ყვითლოდიდან გამოედინება მდინარე ტვიბერის შენაკადი.